Sunday, June 4, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,ფეხი დამადგით..."

 ამ პროექტის მანძილზე მიღებული ცოდნა და ის ახალი უნარები რაც პროექტით სწავლებამ შემძინა დამეხმარება სასწავლო პროცესი გავხადო მეტად საინტერესო,რაც მოსწავლეებში გამოიწვევს მოტივაციის ამაღლებას,ბავშვები მეტი ხალისით ჩაერთვებიან სწავლის პროცესში ,ისინი იქნებიან დამოუკიდებელი მსწავლელები,მეტად ჩართულები სასწავლო პროცესში.შეძლებენ აღმოჩენების გაკეთებას,გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის უნარი,ისწავლიან საკუთარი ნაშრომის თუ პროცესში ჩართულობის შეფასებას,დასკვნების და ანალიზის გამოტანას.
    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის,ქალბატონ ნინოს დაუღალავი შრომისათვის და კოლეგიალურობისათვის.

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

მეშვიდე მოდულის გაცნობამ დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტურად დასმული საკვანძო შეკითხვა .კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკვანძო კითხვები,მივიღეთ უკუკავშირი ,რის შედეგადაც მოვახდინე ცვლილება გეგმაში საკვანძო კითხვებთან მიმართებაში,შესაბამისად ცვლილება შევიტანე პროცედურებში.
        გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს,რომელიც დამეხმარა შემექმნა საკუთარ პროექტზე მორგებული ფასილიტაციის ნიმუში.